,

“ტერმინატორის” მსახიობები მაშინ და დღეს

უკვე 30 წელზე მეტი გავიდა ერთ-ერთი საუკეთესო სამეცნირო ფანტასტიკის  — ტერმინატორის — კინოთეატრების ეკრანებზე გამოჩენიდან. გადავწყვიტეთ, გვენახა, როგორ შეიცვალნენ საყვარელი მსახიობები წლების მანძილზე და რამდენიმე მათგანი ძლივს ვიცანით.

არნოლდ შვარცნეგერი

კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი მომავალ წელს 70-ის ხდება, მაგრამ ისევ რჩება “ექშენის” ჟანრის საკულტო ფიგურად.

მაიკლ ბიენი

მაიკლ ბიენი უამრავ დიდებულ ფილმში იღებდა მონაწილეობას, მაგრამ მსახიობის თქმით მისი ფავოროტი პერსონაჟი კაილი რიზია.

ედვარდ ფურლონგი

აი, ასე გამოიყურება ედვარდ ფურლონგი. 90-იანების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თინეიჯერი წლების განმავლობაში ებრძოდა ალკოჰოლიზმზე და ნარკოტიკებზე დამოკიდებულებას, რამაც გაანადგურა მისი კარიერა.

ლინდა ჰამილტონი

მსახიობი, რომელიც სარა კონორის როლს ასრულებდა აგრძელებს კარიერას ფილმებში და სერიალებში. მიუხედავად იმისა, რომ მის სახეს წლები დაეტყო, ის სილამაზე მაინც არ გამქრალა.

რობერტ პატრიკი

რკინის ბოროტმოქმედი ახლაც აქტიურობს. ის მონაწილეობას იღებს სერიალში “მორიელი” და მისი თვალები ახლაც იწვევს შიშის და პატივისცემის გრძნობას, არა?

ნიკ სტაჰლი

მსახიობი, რომელმაც ითამაშა ჯონ კონორის როლი ტერმინატორის მესამე სერიაში, 2002 წლიდან ნარკოტიკებზე დამოკიდებულებას ებრძოდა და უკვე 2011 წლიდან არ ჩანს დიდ ეკრანებზე.

კრისტანა ლოკენი

ალბათ ტერმინატორის ყველაზე სექსუალური ბოროტმოქმედი, თი-ექსი ტერმინატორ 3-ში ჯონ კონორის განადგურებაზე იყო პასუხისმგებელი. სიმართლე კი ის არის, რომ ათი წლის შემდეგაც, კრისტანას სილამაზე შეუცვლელი რჩება.

კომენტარები: