,

10 სუპერ-რჩევა, იმისთვის, რომ გაიღვიძოთ იდეალური ვარცხნილობით

თუ ფიქრობთ, რომ დილით იდეალური თმით გაღვიძება მხოლოდ ფილმებშია შესაძლებელი, — ცდებით.

ჩვენ შეგიგროვეთ საუკეთესო რჩევები, ამის მისაღწევად. სცადეთ — და მალევე იგრძნობთ თავს იმ გოგონად, რომელიც შამპუნის სარეკლამო რგოლიდან გვაწონებს თავს.

სანამ ამ ეშმაკობების გამოყენებას დავიწყებთ, დამახსოვრეთ ეს მარტივი წესები:

  • არასოდეს დაიძინოთ სველი თმით, რადგან ასე  ისინი უფრო მარტივად ზიანდება.
  • თუ თმებს თმის საშრობით იშრობთ, ყოველთვის გამოიყენეთ ცივი ჰაერის რეჟიმი. არასდროს გაიშროთ თმა ბოლომდე – დატოვეთ ისინი ოდნავ სველი, რომ შემდგომში ადვილად დაიმორჩილოთ.
  • ძილის წინ ყოველთვის დაივარცხნეთ თმა.

1. გაიკეთეთ ნაწნავი ძილის წინ.

1

გაიკეთეთ ნაწნავი ძილის წინ, რადგან დილას თქვენი თმა არ იყოს “გაფუებული” და იყოს დამჯერი. მნიშვნელოვანია თმა დაიწნათ მშრალ მდგომარეობაში და რაც მთავარია, ნაწნავი არ უნდა იყოს მჭიდროდ შესრულებული.

2. გამოიყენეთ ქოქოსის ზეთი

2

ქოქოსის ზეთს ხშირ შემთხვევაში თმის ბოლოებზე ისვამენ – დილას თქვენი თმა უფრო დამჯერი და ბრწყინვალე იქნება. მნიშვნელოვანია: გამოიყენეთ ქოქოსის ზეთი მცირე რაოდენობით და მხოლოდ თმისთვის.

3. ძილის წინ დაიტანეთ თმაზე ალოეს რამოდენიმე წვეთი

18034015-aloe-vera-gel-on-wooden-spoon-1-1475761664-650-352888138a-1476368802

ერთმანეთს შეურიეთ ალოეს გელი და წყალი, მოცემული მასა სპრეის ძველ ბოთლში ჩაასხით. შეასხურეთ თმას მიღებული გელი ძილის წინ. ალოე –  შესანიშნავი  საშუალებაა თქვენი თმის ბოლოებისთვის.

4. გამოიყენეთ საბავშვო კოსმეტიკა

3

საბავშვო პროდუქტები ისეთები, როგორიცაა შამპუნი, სპრეი და სხვა დანარჩენი არის ნატურალური და სხვა საშუალებებთან შედარებით უფრო უსაფრთხო. ამიტომაც შეეცადეთ თმა საბავშვო შამპუნით დაიბანოთ.

5. თუ გსურთ ხვეული თმა

4

თუ გსურთ დილით თქვენი თმა ხვეული დაგხვდეთ, მაშინ საბავშვო პუდრი სწორი არჩევანია. იმისათვის რომ ცხიმიანობას თავი ავარიდოთ პუდრი თმის ძირებზე დაიყარეთ, დაივარცხნეთ თმა და შემდეგ ნაწნავი გაიკეთეთ.

6. არ დაიბანოთ ზედმეტად ცხელი წყლით

15

არ დაიბანოთ ძალიან ცხელი წყლით. ეს თმას მტვრევადს ხდის და აშრობს მას. გამოიყენეთ ნელთბილი წყალი. ეს თმას უფრო დაარბილებს.

7. არ შეახვიოთ თმა პირსახოცში აბაზანის შემდეგ

13

თმის პირსახოცში გახვევა, განსაკუთრებით მტვრევად თმებს, დიდად აზიანებს. ჯობია თმა  პირსახოცით უბრალოდ გაიმშრალოთ დაბანის შემდეგ.

8. რეგულარულად გამოიყენეთ კონდიციონერი

11

კონდიციონერი ცვლის ცილებს თმის სტრუქტურაში, მატებს მას სირბილეს და კვებავს ბოლოებს. ასევე, ხელს უწყობს თმის ზრდას. ასე რომ, გამოიყენეთ ის რეგულარულად.

9

არსებობს ნატურალური ნიღბის ბევრი რეცეპტი, რომელსაც სახლის პირობებშიც გამოიყენებთ. ისინი თმას ბზინვარებას და სირბილეს სძენენ, ამავდროულად ხელს უწყობენ ზრდას. უბრალოდ უნდა შეარჩიოთ თქვენი თმის შესაფერისი რეცეპტი და დაიდოთ ნიღაბი კვირაში ერთხელ.

9. ხშირად გამოიყენეთ ქუდები

10

გამოიყენეთ ქუდები და სხვა საშუალებები თმის დასაცავად. დაიცავით ის მტვრისგან, ქარისგან, მზისგან

10. არ გამოიყენოთ თმის უთო.

untitled-1

თმის უთო აზიანებს თქვენს თმას, თანაც ამავდროულად წვავს. თუ გსურთ თქვენი თმა სწორი იყოს, თმის უთოს ალტერნატივა უნდა მოუძებნოთ. მაგალითად თმის სავარცხელი.

Breva-ს კერამიკული სავარცხელი 185°C-მდე ცხელდება, რაც ნებისმიერი ტიპის თმის გასასწორებლად ოპტიმალური ტემპერატურაა. სხვა თმის გასასწორებელი მოწყობილობებისგან განსხვავებით, რომლებიც თმის გასასწორებლად იყენებენ მაღალ ტემპერატურას, კერამიკული სავარცხლის მოხმარება არ აზიანებს თმას და უნარჩუნებს მას ბუნებრივ ბზინვარებას, სილამაზესა და სიჯანსაღეს.

კომენტარები: