in

მომწონს კარგია სგ სახალისოა ჰაჰა ეჰ ისე რა

თმის საუკეთესო ნიღბები

ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი თმა ჯანსაღად და ლამაზად გამოიყურებოდეს, მითუმეტეს თუ  გრძელი თმა გაქვთ. ჩემი თმა საკმაოდ უხეში იყო და ბოლოებიც გაფუჭებული მქონდა, ამის გამო რამდენიმეჯერ თმაც შევიჭერი. თუმცა როდესაც თმა მეზრდებოდა, პრობლემები ისევ ჩნდებოდა. ერთი პერიოდი მთელი ინტერნეტი “გადავქექე” კარგი ნიღბის საპოვნელად. ზოგი საერთოდ არ მომიხდა, ზოგით კი ძალიან კმაყოფილი დავრჩი. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე  მინდა თქვენც გაგიზიაროთ რამდენიმე თმის ნიღაბი. შედეგი კი სულ რაღაც 2 კვირაში უკვე სახეზე იყო. ფაქტი კი ფაქტად რჩება : ხანდახან სულაც არ არის საჭირო ძვირადღირებულ სალონებში დახარჯო ფული და აღმდგენი ნიღბები იკეთო. სახლის პირობებში ბევრად იაფად და შედეგიანად გამოხვალთ.

1. გაფუჭებული ბოლოები

la-espanola-1024x819გაფუჭებული ბოლოებისთვის იდეალურია ზეითუნის ზეთი, რომელიც აფთიაქებში იყიდება და მისი ფასი 7 ლარის ფარგლებშია.

გააცხელეთ ზეითუნის ზეთი და შემდეგ თავზე წაისვით. გაიჩერეთ 1-2 საათი და შემდეგ თბილი წყლითა და შამპუნით ჩამოიბანეთ.

ზეითუნის ზეთი კურნავს თმის ბოლოებს და ბზინვარებას ჰმატებს. (შეგიძლიათ 3 ჩაის კოვზ ზეითუნის ზეთს შეურიოთ 3 ჩაის კოვზი ლიმნის წვენიც.)

ასევე თმას კარგად მაიონეზის ნიღაბიც კვებავს.მაიონეზი შეიზილეთ თმაში და გაიჩერეთ ნახევარი საათით, შემდეგ თბილი წყლითა და შამპუნით ჩამოიბანეთ.

 2.თმის ზრდა

ძალიან კმაყოფილი დავრჩი ამ ნიღაბით. თმის ზრდისთვის იდეალურია აბუსალათინის ზეთი.

შეგიძლიათ მარტო აბუსალათინის ზეთი შეიზილოთ თმაში ან დაუმატეთ A და E ვიტამინი. ზეთი სასურველია ცოტა გაათბოთ. შეიზილეთ თმაში და გაიჩერეთ 1-2 საათი.ჩამოიბანეთ თბილი წყლითა და შამპუნით.

თქვენ შეგიძლიათ აბუსალათინის ზეთს 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთიც დაუმატოთ.

_______

რჩევები: გირჩევთ თმა კვირაში 2-3 ჯერ დაიბანოთ. კვირაში 2-ჯერ ნიღაბი გაიკეთოთ, შეეცადეთ თმის საშრობი არ გამოიყენოთ. (ცხელი ჰაერის ხშირი გამოყენება თქვენს ბოლოებს აზიანებს). თუ ამ მითითებებს მიჰყვებით, მაქსიმუმ 3 კვირაში ნახავთ შედეგს.

რომელი ნიღაბი გავიკეთოთ? მე პირადად, კვირაში ორჯერ ვიკეთებ თმის ნიღბებს: ერთხელ ზეითუნის ზეთისას, ერთხელ კი – აბუსალათინის. თვეში ერთხელ მაიონეზის ნიღაბს. ამ მეთოდებს უკვე ორი თვეა მივმართავ და შედეგით ასეთი კმაყოფილი ჯერ არ ვყოფილვარ. რაც მთავარია, ნიღბების ჩამობანაც იოლია და შემდეგ თმაც ცხიმიანი არ რჩება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Loading…

სამზარეულოს 15 ხრიკი, რომელიც არ იცოდით

ვარჯიში სახლის პირობებში მამაკაცებისთვის