in

მომწონსმომწონს კარგიაკარგია სგსგ სახალისოასახალისოა ჰაჰაჰაჰა ეჰეჰ ისე რაისე რა

თურქეთში ბებიებისთვის მოიფიქრეს კანონი, რომელზეც მთელი მსოფლიო ოცნებობს

ყველა ოჯახურმა წყვილმა, რომელსაც ჰყავს ბავშვები და დასაქმებული ბებიები, იცის, თუ რა რთულია ბავშვის დატოვება ვიღაცისთვის და ზოგჯერ სადმე ერთად წასვლა. მათ უწევთ ძიძის პოვნა, ეს კი არც ისე მარტივია და თანაც ძვირი სიამოვნებაა.

ჩვენ მოგიყვებით ერთ ცნობილ ქვეყანაზე, სადაც გენიალური გზა იპოვეს — დაუნიშნეს ხელფასი იმ ბებიებს, რომლებიც კვირის დღეებში ბავშვებს უვლიან.

გენიალური გადაწყვეტილება

25238065-8137724587_1b42072b3d_z-1485341136-650-9502b61fd7-1485353118

ბავშვის მოვლა ყველაზე დიდი პრობლემაა დასაქმებული თურქი დედებისთვის, მაგრამ თურქეთის ხელისუფლებამ მარტივი გადაწყვეტილება იპოვა: გადაუხადოს ბებიებს, რომ მათ ბავშვებს მოუარონ. 2017 წლის თებერვალში თურქეთი საპილოტო პროგრამას ჩაუშვებს, რომელიც უზრუნველყოფს ბებიებს ხელფასით, სამუშაო დღეებში ბავშვებთან გატარებული დროისთვის და მათი მოვლისთვის.

მათ, ვისი პენსიაც 1 000-დან 1800-მდე თურქულ ლირას  ($ 250–450) შეადგენს, პროექტი აძლევს საშუალებას მიიღონ დამატებითი შემოსავალი, საკუთარ სახლში შვილიშვილების მოვლით.

25238165-4205409808_fa44b9c14c_o-1485333555-650-2d66ff4349-1485353118

პროექტის დაწყება ამ წლის თებერვალში, ორ პროვინციაში  — ბურსასა და იზმირში იგეგმება. პირველ ეტაპზე 1 000 ოჯახი იქნება ჩართული. 6 თვის შემდეგ კი პროგრამის შედეგებიდან და ანალიზიდან გამომდინარე ის თურქეთის სხვა პროვინციებშიც ამოქმედდება.

პროგრამა საშუალებას მისცემს ქალებს სრულ სამუშაო გრაფიკზე გადავიდნენ და უფრო მეტი გამოიმუშაონ. CNN Turk-თან მიცემულ ინტერვიუში თურქეთის შრომისა და ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ შვილიშვილებთან მუშაობით ბებიები დაახლოებით 400 ლირას მიიღებენ თვეში.

წყარო: adme.ru

What do you think?

124 ქულა
Upvote Downvote

Written by Facts.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

როგორ გამოიყურებოდნენ აგენტ 007-ის გოგონები ბონდის ისტორიის მანძილზე

15 საკვები, რომელიც ზრუნავს თქვენს გულზე და ამცირებს გულის შეტევის რისკს