in

ცხოვრების წესები – მაიკ ტაისონი

მიყვარს როცა ხალხს ვურტყამ. მართლა. ეს ცნობილი ტიპები, ყველას ეშინია რო ვიღაც უცებ თავს დაესხმევა. მე კი მინდა, რომ ვინმე თავს დამესხას. არანაერი იარაღი. მე და ის. მიყვარს როცა ხალხს ვურტყამ, ვურტყამ ძალიან ძლიერად.

ისეთი ვარ, როგორიც თქვენ. მიყვარს აკრძალული ხილი.  ვფიქრობ, რომ არაამერიკულია როცა: არ ხვდები ქალს, არ ხარ ყველაზე ლამაზ გოგონასთან ქალაქში, არ აძლევ უფლებას მას, რომ მოგიწოვოს. ყოველთვის ერთი და იგივეს ვამბობდი: ყველა ამ ქვეყანაში დამპალი მატყუარაა. ჩვენ გვეუბნებიან: გააკეთეთ ის, არ გააკეთოთ ეს, მაგრამ რაღაც მომენტში ვხვდებით, რომ ჩვენ ყველანი უბრალო ადამიანები ვართ, მაიკლ ჯორდანიც ისე ღალატობს თავის ცოლს, როგორც ჩვენ ყველანი ვღალატობთ ჩვენს ცოლებს. ან ისე ან ასე, ემოციურად ან ფიზიკურად, ან ყველაფრით ერთად.

ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ამ საზოგადოებაში ვერ ვეტევი, რადგან გარშემო სულ ეს ბინძური ლიცემერები არიან. სულ იძახიან, რომ ღმერთის სჯერათ, მაგრამ მხოლოდ იმას აკეთებენ, რასაც ღმერთი არ გააკეთებდა. როგორ ფიქრობთ, იესო რომ მეჯდეს წინ, სიყვარულზე დამელაპარაკებოდა? ფიქრობთ, რომ იესოს ვუყვარვარ?

მუსულმანი ვარ. ვფიქრობ, რომ იესო, უბრალოდ დალევდა ჩემთან ერთად და მეტყოდა: «ასე რატომ იქცევი?» ძალიან მაგარი იქნებოდა. ჩვენ უბრალოდ ვილაპარაკებდით. ჯერ არცერთ ქრისტიანთან  არ მილაპარაკია სულიერებაზე. ისინი მსვამდნენ ციხეში, წერდნენ ჩემზე საზიზღარ სტატიებს, შემდეგ კი მიდიოდნენ ღვთისმსახურებაში და ამბობდნენ: «დიახ, ღმერთი ბრწყინვალეა, ის მოვა და ყველას გადაგვარჩენს». მაგრამ მათ არ იციან, რომ იმ დღეს როცა ის მიწაზე დაეშვება, ეს გადარეული, ბინძური კაპიტალისტები კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან, რომ ის მოკლან.

როცა ხედავთ, როგორ ვუნგრევ ვიღაცას ყბას, ხომ მოგწონთ?

ნამდვილი თავისუფლება — ეს არის არაფრის ქონა. მაშინ ბევრად თავისუფალი ვიყავი, როცა ცენტიც არ მქონდა. იცით რას ვაკეთებდი? ვიხურავდი საციგურაო ქუდს, ვიცვამდი ძონძებს და ვმათხოვრობდი ხურდაზე ქუჩებში.

როცა ვიღაცას ვეჩხუბები, მინდა ძალა წავართვა. წავართვა იმედი. მინდა ამოვაცალო გული და დავანახო, როგორ გამოიყურება.

ოდესღაც გავქრები. ჩემი ცხოვრება გადაწყვეტილია – ასეა ჩაფიქრებული. მე არ მაქვს მომავალი. არ მომწონს ჩემი გარეგნობა, არ მომწონს, როგორც ვიქცევი ხალხში, კომპანიაში. მე უკვე ვეღარ ვიქნები იმ საზოგადოების ნაწილი, რომელიც უნდა ვყოფილიყავი.

ეს გმირები, ეს ბიჭუნები, რომლებსაც ყველაფერი სუფთა და თეთრი აქვს, – მათ რომ გაერათ ის გზა, რაც მე გავიარე, პირში ტყვიით დაასრულებდნენ ცხოვრებას. მათ არ აქვთ ისეთი გული, როგორიც მე მაქვს. მე ისეთ ადგილებში, ვცხოვრობდი, სადაც ისინი მოსასაქმებლადაც არ გაჩერდებოდნენ.

შემიძლია მთელი მედისონ სკვერ გარდენი შევყარო (სპორტული და საკონცერტო არენა ნიუ იორკში), უბრალო მასტურბირებით.

რომ იცოდეთ, მე გიჟი ვარ. მაგრამ ისეთი გიჟი არა, როგორც თქვენ გგონიათ. შეიძლება მომინდეს ჟიმაობა რაღაც საოცარ ადგილზე, მაგრამ არ მინდა არავის მოკვლა ან ვინმეზე ძალადობა.

არ ვარ დედა ტერეზა. მაგრამ არც ჩარლს მენსონი ვარ..

ძირითადად არ ვაძლევ ინტერვიუს ქალებს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათი გაჟიმვა მინდა.

მე ვუსმენ ყველას, ვისაც აქვს ძალაუფლება. მაშინაც კი თუ მათ ცუდი რეპუტაცია აქვთ.

ბედნიერი ვარ, რომ არ ვარ მატყუარა. იმას, რასაც მე ვაკეთებ შეგიძლიათ რაც გინდათ ის დაარქვათ, მაგრამ არა ტყუილი.

როცა ციხიდან გამოვედი, არაფერი არ მინდოდა. შხაპის გარდა. ისე ძლიერად ვიბანდი, რომ კინაღამ კანი ამძვრა. მინდოდა მთელი ეს დამპალი ჭუჭყი მომეცილებინა. იმ ადგილებში, სადაც ძალიან მაგრად ვიხეხავდი, შრამებიც კი დამრჩა. ჩემმა გოგომ კი მითხრა: «ნუ იბან ასე ძლიერად».

ვიცი, როგორი რთულია იყო ქალი.

ეს წარმოუდგენელია. როცა ციხიდან სახლში დავბრუნდი დავინახე უზარმაზარი ბანანის ყუთები. თავიდან მეგონა, რომ ეს მხოლოდ ნაგავია, მაგრამ ეს იყო 20-30 ყუთი გატენილი წიგნით. მე გავიფიქრე: ” ღმერთო, წარმოუდგენელია რომ ეს ინფორმაცია ეხლა ჩემს თავში ინახება”. ეხლა ჩემთვის გასაგებია, რომ ყველაზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ადამიანზე წიგნები ახდენენ.  აი, რა უნდა იცოდნენ დებმა და ძმებმა წიგნებზე: ყველაზე მნიშვნელოვანია წაკითხული სწორად გაიაზრო. კარგია როცა კითხულობ, მაგრამ ძალიან ცუდია წაიკითხო და არ გაიაზრო წაკითხული.

ყოველთვის რევოლუცია იწყება მაშინ, როცა ვიღაც კითხულობს წიგნს რევოლუციაზე

მე მეოცნებე ვარ. ვოცნებობ ვარსკვლავებამდე მივაღწიო.

იმის მიუხედავაც კი,  რომ ჰემინგუვეი იყო ფაშისტი და ბინძური ღორი, ის მაინც იყო რაღაცაში მართალი. მან ერთხელ იხუმრა და ეს ხუმრობა მაშინვე დარჩა ჩემს მეხსიერებაში: კაცს ვერ აჯობებ, კაცი უნდა მოკლა. მართალი იყო.  მანამდე სანამ ჩვენ ჯიუტები და თავდააუხრელები ვართ, ჩვენ ვიღებთ იმას რაც გვსურს. ჩვენ ვერ გვაჯობებს ვერავინ. ჩემს შემთხვევაში სხვანაირადაა საქმე, მაგრამ ეს ისაა რისიც მჯერა. კიდევ ერთი ხუმრობაა რომელიც მაგიჟებს ეს არის – დრო არ დაგელოდებათ თქვენ. დრო- როგორც წიგნია. მას აქვს დასაწყისი, შუა ნაწილი და დასასრული. ეხლა მე გელაპარაკებით თქვენ, თქვენ ოდესღაც გილაპარაკიათ ადამიანებთან რომლებიც მოკვდნენ. ეს წრეა! თუ რათქმაუნდა გესმით რას ვამბობ.

მე ვიყავი სტუმრად უიტნი ჰიუსტონთან. საოცარი სახლი აქვს. მან მითხრა: «შენც გჭირდება კარგი სახლი. რა აზრი აქვს გქონდეს დიდება, თუ არ გექნება სიმდიდრე?» და მე გავიფიქრე: «ღმერთო, გქონდეს დიდება და არა სიმდიდრე – ეს ხომ იგივეა, რომ დებილი იყო. ბევრი ადამიანი აქ და იქ გულაობს მთელს ქვეყანაში და რაღაცეებს ჩალიჩობენ, მაგრამ ფული სულ არ აქვთ. ზოგი კი სულაც შიმშილობს. და ეს აქ, ჰოლივუდში!

მე ნებისმიერთან ვიჩხუბებ. კლიჩკოსთან ან  იმ მეორე ტიპთან ვლადიმერთან- მოიცა როგორაა? – ბრუსტერთან. სინამდვილეში მე ამ მებრძოლეების ნახევრის სახელებიც კი არ ვიცი. ისინი არაფრიდან მოდიან და არაფერში მიდიან.

ხანდახან ისიც არ ვიცი, ვინ ვარ. დედა ამბობდა, რომ მამაჩემი ჯიმი კირკპატრიკი იყო, მაგრამ დაბადების მოწმობაში წერია – პერსელ ტაისონი. ეს ძალიან უცნაური გრძნობაა: ჩაიხედო მოწმობაში 38 წლის ასაკში, რომ უბრალოდ გაიგო, ვინ იყო მამაშენი

ამ ბოლო დროს მეტისმეტად ბევრი “ბენტლის” ყიდვას შევეჩვიე.

მე ნიგერი ვარ. ერთი დიდი, ძლიერი ნიგერი, რომელიც ხალხს აქუცმაცებს

სიკვდილი ვერასდროს ვერ შეედრება სიცოცხლეს. არ არსებობს არცერთი მაგალითი, რომ სიკვდილი იყოს უკეთესი, ვიდრე სიცოცხლე. სანამ ცოცხალი ხარ, უნდა იცხოვრო.

მე მეძახიან მოძალადეს და ფანატიკოსს. მე არ ვარ ფანატიკოსი.

ანტიდეპრესანტები მხოლოდ იმისთვის მჭირდება, რომ შევაკავო თქვენი ყველას დახოცვის სურვილი.

მე და ჩემნაერ ბიჭებს არ აქვთ არანაერი ფსიქიკური პრობლემები – ჩვენ უბრალოდ ემოციურები ვართ.

ალბათ, ბედნიერი უნდა ვიყო, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ..

დღეს მე მაიკ ტაისონი ვარ.  მე ვაპირებ რომ ყოველთვის მაიკ ტაისონი ვიყო.

მოსაწევი უნდა გახდეს ლეგალური. ნაღდად. ეს ხომ ღმერთის საჩუქარია.

მოსაწევი უნდა გაუყო.

მე ვაპირებ ცხოვრება ბრძოლაში გავატარო – ასე იქნება თუ ისე..

მე ნორმალური ვარ. და ცოტა თავდაჯერებული.

ადამიანების უმეტესობა საკუთარ თავს ცუდად უდგება. მე ბედნიერი ვარ, რომ ჩემი თავი ძალიან მიყვარს. ამის გამო კი ხალხს უფრო და უფრო ვეზიზღები

ყველა ადამიანს აქვს რაღაც გეგმები – სანამ არ მიიღებს სახეში.

არ მესმის იმ ადამიანების, ვისაც უნდა, რომ ქალაქს მტრედები მოაშოროს.  ჯერ არცერთ მტრედი არავის არასდროს არ შეხებია.

ეხლა უკვე ის ადამიანი არ ვარ, ვინც მაშინ იმ ტიპს ყური მოაჭამა..

მე არასდროს არ ვიქნები ბედნიერი. დარწმუნებული ვარ, რომ მარტოობაში მოვკვდები. ასეც მინდა რომ მოხდეს. მე ვიცხოვრე მარტოობაში  – ჩემს ტკივილთანდა საიდუმლოებთან ერთად.

ძალიან მაგრად დავიკარგე, მაგრამ ვცდილობ ვიპოვო ჩემი თავი.

ჩემი დიდი სისუსტეა — ჩემივე მგრძნობიარობა. მე ძალიან მგრძნობიარე ვარ.

ადრე თუ გვიან გამოჩნდება ისეთი ბოქსიორი, რომელიც ბანკს უხელმძღვანელებს. გესმით რაზე ვამბობ?

როდესაც ციხეში ვიჯექი,  ჩემზე მხოლოდ გაბერელი წიგნები ეგდო . ტოლსტოი-მაგარი კაცია. ყველამ უნდა წაიკითხოს.

სექსი ჩემი ჰიტ-პარადის პირველ ადგილს აღარ იკავებს. მე ვნანობ ახალგაზრდობაში სექსუალური ძალადობით დაპყრობილ ქალებზე. ყველაფერი დამთავრდა — ახლა ვეღარც შავკანიანს შევაშინებ და ვეღარც თეთრკანიანს.

მე, არ ვტლიკინებ. თქვენ იცით რას ვაკეთებ მე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

ის უხერხული მომენტი როცა…

ცხოვრების წესები – მეტიუ მაკკონაჰი