,

უგემრიელესი ნამცხვარი “პრაღა”

untitled-3-copy

  • კვერცხი 6 ც
  • შაქარი 150 გრ
  • ფქვილი 115 გრ
  • კაკაო 25 გრ
  • კარაქი 40 გრ

ღუმელი გაახურეთ 200 გრადუსზე. გამოსაცხობ ფორმას (23-24სმ დიამეტრით) წაუსვით კარაქი და მოაყარეთ ფქვილი.

კვერცხის გულები გათეთრებამდე ათქვიფეთ შაქრის ნახევართან ერთად. ცალკე ათქვიფეთ ცილა და დარჩენილი შაქარი. უნდა მიიღოთ პრიალა, მდგრადი მასა. სილიკონის ნიჩბით ფრთხილად შეურიეთ ეს ორი მასა ერთმანეთს და დაამატეთ გაცრილი ფქვილი და კაკაო.(მიქსერის გარეშე.) შემდეგ, ნაპირთან ფრთხილად ჩაასხით გამდნარი და გაციებული კარაქი, მოურიეთ.

მიღებული მასა გადაიტანეთ ფქვილ მოყრილ ფორმაში და გამოაცვეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 30 წუთით. შემდეგ გადმოიტანეთ ცხაურზე და დატოვეთ 3-4 საათი.

ვამზადებთ კრემს:

  • 1 კვერცხის გული
  • 20 გრ წყალი
  • 125 გრ. შედედებული რძე
  • 200 გრ კარაქი
  • 10 გრ კაკაო

1 კვერცხის გული ,20 გრ წყალი და 125 გრ. შედედებული რძე დადგით დაბალ ცეცხლზე, აურიეთ, შემდეგ გააციეთ. ათქვიფეთ 200 გრ კარაქი ვანილთან და 10 გრ კაკაოსთან ერთად და წინასწარ გამზადებული გაგრილებული სიროფი შეურიეთ კრემს.მიღებული ფენა გაყავით ორ ნაწილად. (კრემი გადაუსვით ფენებს შორისაც). ნამცხვარი მაცივარში გააციეთ, შემდეგ კი მოასხით შოკოლადის მინანქარი.(ორთქლზე გამდნარი შოკოლადი და კარაქი)

შოკოლადის მინანქრისთვის:

  • შოკოლადი 80გრ
  • კარაქი 80 გრ

untitled-4-copy

გემრიელად მიირთვით!

კომენტარები: