,

ყველაფერი ვინსენტ ვან გოგზე

 ვინსენტ ვან გოგის ცხოვრება მოცულია საიდმლოებებითა და ჭორებით. მეცნიერები დღემდე დავობენ დიადი მხატვრის ფსიქიკური აშლილობისა და სკვდილის მიზეზებზე. მის ნახატებში პოულობენ საიდუმლო ჩანაფიქრებს, წერილებში კი, რომელსაც ძმას უგზავნიდა, ნათლად ჩანს, თუ როგორი რთული ცხოვრება ჰქონდა.

ბედისწერა დაუნდობლად მოექცა, როცა სულ რაღაც 10 წელი მისცა შემოქმედებითი ცხოვრებისთვის. თუმცა ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა, რათა ვან გოგი ნამდვილ ოსტატად ქცეულიყო. მუდმივი შრომის, დაუშრეტელი ნიჭისა და სამყაროზე საკუთარი ორიგინალური ხედვის წყალობით მან შექმნა იმპრეზიონიზმის ნამდვილი შედევრები.

Facts.ge-მ შეგიგროვათ ყველაზე საინტერესო ისტორიები მხატვრის ცხოვრებიდან და გთავაზობთ ნახოთ ამ შეშლილი გენიოსის ცნობილი ნახატები.

ავტოპორტეტი ჩიბუხით

1[ისტორია ყურზე]

ერთ-ერთი ვერსიით ვან გოგმა ყური თავად მოიჭრა. არის რამდენიმე გავრცელებული ვარაუდი ამ ფაქტთან დაკავშირებით: ზოგი თვლის, რომ მან მოიჭრა არა მთლიანი ყური, არამედ ნაწილი ძლიერი ტკივილების გამო, რაც ანთებით იყო გამოწვეული. სხვები ფიქრობენ, რომ ეს ჩაიდინა იმიტომ, რომ მის ნახატებზე აღარ იყო მოთხოვნილება. თუმცა ცნობილია, რომ ვან გოგი იმ დროს ცხოვრობდა სამხრეთ საფრანგეთში ცნობილ მხატვართან, პოლ გოგენთან ერთად, რომელთანაც მოუვიდა შეკამათება მეძავის გამო. ამ დროს დაიზიანა მან ყური.

“ვარკსვლავიანი ღამის” ინტერაქტიული ინტერპრეტაცია

[ვისში ჩასახლდა ვან გოგი?] 

ვან გოგის ნახატები ბევრი მხატვრის შთაგონების წყაროა დღესაც კი. ახალ ამბებში ისმის ინფორმაცია ახალგაზრდა ავტორების შესახებ, რომლებმაც შექმნეს ცნობილი მხატვრის ნახატების  საინტერესო ინტერპრეტაციები. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია ბერძენი პეტროს ვრელისის ვიდეო.

მზესუმზირები

797755-R3L8T8D-500-ceabc878[პანაცეა]

ვან გოგის ნახატებში ყვითელი ფერისა და მისი სხვადასხვა ელფერების სიჭარბეს მეცნიერები ხსნიან ეპილეფსიის წამლების დიდი რაოდენიბით მიღებით. ეპილეფსია გამოწვეული იყო აბსენტის გადამეტებული მოხმარებით.

ვარსკვლავიანი ღამე

798105-R3L8T8D-650-starry_night[ავადმყოფი თუ გენიოსი?]

ვინსენტმა თავისი ცნობილი “ვარსკვლავიანი ღამე” შექმნა სენ-რემი-დე-პროვანსის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ყოფნისას (საფრანგეთი).

ერთ-ერთი პირველი ნახატი – “კარტოფილის მჭამელები”

798655-R3L8T8D-650-vincent-willem-van-gogh-die-kartoffelesser-03850[მიუსაფარი]

ვან გოგმა დაიწყო ხატვა მხოლოდ მაშინ, როცა 27 წლის გახდა. იქამდე ის ცდიდა თავს სხვადასხვა პროფესიაში. რელიგიასაც საკმაოდ დიდ ყურადღებას უთმობდა. ბოლოს და ბოლოს, მან გადაწყვიტა, ესწავლა ხატვა და დაიწყო ქრისტიანული ცხოვრების ამსახველი ნახატების შექმნა. 1886 წელს, როცა ის პარიზში ჩავიდა, გაიცნო იმპრესიონიზმის ცნობილი წარმომადგენლები. მისი სიყვარულის წყალობით იაპონური მხატვრობის მიმართ ვან გოგმა დაიწყო ბევრად უფრო ფერადი ნახატების შექმნა.

ვან გოგის საძინებელი

801855-R3L8T8D-650-StillLife-135[ექსცენტრიული ადამიანი]

ვან გოგი ხშირად აკვირვებდა თავის ძმას უცნაური საქციელებით. ერთხელ მან იქირავა ოთხოთახიანი სახლი თვეში 15 ფრანკად და შეიტანა 300 ფრანკის ღირებულების ავეჯი. 1888 წელს შეიძინა პატარა სამუშაო ფართი არლში, საფრანგეთის სამხრეთით, სადაც გაექცა პარიზს და იქაურ კრიტიკოსებს. აქ გადაწყვეტს დახატოს ” ვან გოგის სახლი არლში”. “მთელი ხიბლი კოლორიტშია, -წერს ის ძმას, ტეოს,- რომლის გამარტივებითაც მე ვაძლევ ნივთებს მეტ სტილს, რათა მათ შექმნან დასვენებისა და ძილის ატმოსფერო.

 წითელი ვენახები არლში

798905-R3L8T8D-650-red-vineyards-at-arles[არაღიარებული გენიოსი]

ვან გოგს მთელი ცხოვრება სტანჯავდა დაბალი თვითშეფასება. მან სიცოცხლეში გაყიდა მხოლოდ ერთი ნახატი – “წითელი ვენახები არლში”. დიდება ეწვია მხოლოდ სიკვდილის შემდეგ.

ვან გოგის უკანასკნელი ნახატი «ხორბლის ყანები»

798755-R3L8T8D-650-5625fd7c94ef[სიკვდილის საიდუმლოება]

ვინსენტ ვან გოგი გარდაიცავალა 1890 წელს. მან თავი მოიკლა, ტყვით გულში. ის იყო გამოუვალი მდგომაორების სასოწარკვეთილებაში. ვან გოგი ხვდებოდა, რომ თავს აბეზრებდა ძმას, რომელიც მუდამ მასთან იყო ყველაზე მძიმე დროს. თვითმკვლელობის მცდელობა არ გამოუვიდა, ის გასროლიდან კიდევ 2 დღე ცოცხლობდა. ძმამ შეაგროვა ვინსენტის ნამუშევრების დიდი ნაწილი, ცოლმა კი გამოაქვეყნა ნახატები. ცოტა ხნის წინ მეცნიერებმა სტივენ ნეიფიმ და გრიგორი ვაიტმა გააკეთეს განცხადება, რომელიც უარყოფს მხატვრის სიკვდილის ამჟამინდელ ვერსიას. ისინი ამტკიცებენ, რომ ვან გოგის სიკვდილი უფრო უბედური შემთხვვაა. მათი აზრით, მხატვარს შემთხვევით ესროლა ორმა პატარა ბიჭმა.

ხე

803305-R3L8T8D-650-419628[მხატრვის დანატოვარი]

სიცოცხლეშივე არაღიარებული მხატვარი დღეს უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. მისი ტილოები, შექმნიდან 100 წლის შემდეგ, გარდა იმისა, რომ ერთ-ერთი ყველაზე ძვირი ხელოვნების ნიმუშებია, უკვე აღიარებულია ღირსეული ექსპერტებისა და მხატვრების მიერ. დღეს მისი ნახატები ამშვენებენ ყველაზე ცნობილ გალერეებსა და მუზეუმებს.


ვინსენტ ვან გოგის ციტატები (ძმისადმი გაგზავნილი წერილებიდან)

●  არაფერია იმაზე მხატვრული, როგორც ადამიანების სიყვარული.

● როცა შენში რაღაც გეუბნება, რომ შენ მხატვარი არ ხარ, იმ წუთასვე დაიწყე ხატვა, მხოლოდ ასე გააჩუმებ ამ შინაგან ხმას. ის ვინც ამ ხმის მოსმენის შემდეგ სხვასთან გაიქცევა და დაიწყებს წუწუნს იმაზე, თუ როგორი უბედურია, კარგავს თავის გამბედაობას, ყველაზე კარგს, რაც გაააჩნია.

●  არ არის აუცილებელი საკუთარი ნაკლოვანებების გულთან ახლოს მიტანა. ისიც კი, ვისაც ის არ აქვს, ძლიერ განიცდის ერთ რამეს- ნაკლის არ ქონას. ასევე, ის, ვინც იფიქრებს რომ საკმარისად გამბედავია, კარგს იზამს, თუ კიდევ ჩაიდენს ამ სისულელეს.

● ადამიანი საკუთარ თავში ატარებს ცეცხლს, თუმცა არავის უნდა მასზე გათბობა. გამვლელები ამჩნევენ მხოლოდ კვამლს და აგრძელებენ გზას.

●  წიგნის კითხვა იგივეა, რაც ნახატის ყურება. არ უნდა ორჭოფობდე, უნდა იყო საკუთარ თავში დარწმუნებული და დაინახო მშვენიერება იქ, სადაც ის ნამდვილად არის.

● რა არის ხატვა? როგორ ეუფლებიან მას? ეს არის საშუალება რკინის კედელში გავლის, რომელიც აღმართულია იმის შორის რასაც გრძნობ და რაც შეგიძლია. როგორ უნდა გავიაროთ ამ კედელში? ჩემი აზრით, კედლისთვის თავის რტყმა ამაოა, ის თანდათანობით უნდა გაარღვიო.

● დალოცვილი იყოს ის, ვინც იპოვა თავის საქმე.

● მირჩევნია საერთოდ არაფერი არ ვთქვა, ვიდრე ცუდი რამ წამომცდეს.

●ვაღიარებ, მე მჭირდება სილამაზე და დიდება, თუმცა ამაზე მეტად მე მჭირდება სიკეთე, სინაზე, სისპეტაკე.

● შენ ხომ თვითონაც რეალისტი ხარ? ხოდა აიტანე ჩემი რეალისტობა.

● ადამიანს ერთგულად უნდა უყვარდეს ის, რაც ღირსია სიყვარულის და არ გაფლანგოს თავისი გრძნობები უღირს და უმნიშვნლო რამეებზე.

● არ შეიძლება, რომ სევდა დავაგუბოთ გულში, როგორც წყალი ტბაში.

● როცა ვხედავ, რომ სუსტებს ჩაგრავენ, მე ეჭვი მეპარება ცნებეში პროგრესი და ცივილიზაცია.

წიგნები ვინსენტ ვან გოგის შემოქმედებაზე:

(წიგნების სანახავად დააჭირეთ სურათს, წიგნები რუსულ ენაზეა)

ი. სტოუნი “ცხოვრების წყურვილი”

ა. პერიუშო “ვან გოგის ცხოვრება”

რ. უოლეისი “ვან გოგის სამყარო”

ნ. დიმიტრიევა “მხატვარი”

ე. ფედოტოვა “კიდევ ერთი ბიოგრაფია”

 

საინტერესო ფილმები მხატვარზე:

 

 

ვინსენტ ვან გოგი – გარდაცვლილების ისტორია

802905-R3L8T8D-130-vse-o-van-goge-1

 

 

ყველაფერი ვან გოგის შესახებ. ნაწილი1

 

 

ყველაფერი ვან გოგის შესახებ. ნაწილი2

 

 

ყველაფერი ვან გოგის შესახებ. ნაწილი 3

803205-R3L8T8D-130-portret-napisannyj-slovami

 

 

სიტყვებით დაწერილი პორტრეტი

კომენტარები: