, ,

ზოდიაქოს ნიშნები: ვინ რითი გამოირჩევა?

zodi

ზოდიაქოს ყველა ნიშანი განსხვავდება ერთმანეთისგან. ასტროლოგებმა გადაწყვიტეს “ყველაზე-ყველაზე” ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი შეედგინათ და ენახათ, თუ ვინ რა ნიშნით გამოირჩევა სხვისგან.

1ასტროლოგები თვლიან, რომ ზოდიაქოს ყველაზე ძლიერი ნიშანი თევზებია. ეს ცოტა გასაკვირიცაა, რადგან ამ თანავარსკვლავედის ქმნილებები საკმაოდ სენტიმენტალურები არიან. საიდან მოდის მათი ძალა? თევზებს აქვთ ბევრი შინაგანი რესურსი, რომელიც არ აქვთ სხვა ნიშნებს. მაგალითად, მაშინ, როცა ამბიციური ვერძი და თხის რქა რაიმეში მარცხდებიან, თევზები იკავებენ საკმაოდ მყარ პოზიციას. შეიძლება ითქვას, რომ ის ხანდახან მოიკოჭლებს, მაგრამ არ ტყდება.

1ზოდიაქოს ყველაზე სექსუალურ ნიშნად ვერძი ითვლება. ამ ნიშნის წარმომადგენლები ენერგიულები, მიმზიდველები, ვნებიანები და აქტიურები არიან. სასიყვარულო თავგადასავლებში ბადალი არ ჰყავთ. ქარიზმისა და შინაგანი მომხიბვლელობის წყალობით ისინი ყველას იზიდავენ.

1მორიელი ყველაზე ვერაგ ზოდიაქოს ნიშნად აღიარეს. თუ მორიელმა შურისძიება გადაწყვიტა, მას ვერასდროს შეაჩერებთ. ყველაზე ვერაგული მეთოდებით იძიებენ შურს თან ისე, რომ შეიძლება ვერც კი იეჭვოთ რამე. მორიელი ყველაზე საშიში მტერია.

1ასტროლოგები თვლიან, რომ ქალწული ყველაზე ერთგული ზოდიაქოს ნიშანია. ამ ნიშნის წარმომადგენლები ცდილობენ იპოვნონ პარტნიორი, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე ეყოლებათ. ამიტომაც, მეორე ნახევარს საგულდაგულოდ არჩევენ. და თუ ნახეს ვიღაც, შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ მათი ერთგულები იქნებიან მუდამ.

1ვიზუალურად ყველაზე მიმზიდველი ნიშანი მშვილდოსანია. ბუნებამ მას დახვეწილი ნაკვთები აჩუქა, ამიტომაც შეიძლება ითქვას, რომ ამ ნიშნის წარმომადგენლები მართლაც ყველაზე ლამაზები არიან. ამასთან, ისინი ყოველთვის ზრუნავენ გარეგნობაზე.

1კურო ყველაზე კეთილ ზოდიაქოს ნიშნად აღიარეს. მას არ უყვარს კონფლიქტები. ყოველთვის თბილი და ტაქტიანია საუბრისას, რაც მის კეთილშობილებაზე მიუთითებს. კუროს შეუძლია უანგარო დახმარება გაგიწიოთ.

1ყველაზე იღბლიანი ზოდიაქოს ნიშანია ტყუპები. ისინი ხშირად ხვდებიან საჭირო დროს საჭირო ადგილას. ტყუპები ბუნებით ოპტიმისტები არიან, რაც უკვე მათი იღბლიანობის 90% შეადგენს. ამ იღბლიანობის წყალობით კი მათ შეგვიძლია ყველაზე ბედნიერი ნიშანი ვუწოდოთ.

1ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის ოჯახური ღირებულებები ყველაზე მნიშვნელოვანია. ისინი ცდილობენ სათანადო პარტნიორის მოძებნას და მათთან ერთად ლამაზი ოჯახის შექმნას. ქორწინებისა და სერიოზული ურთიერთობებისთვის იდეალური ზოდიაქოს ნიშანია.

1

ლომი ყველაზე ეგოისტი ზოდიაქოს ნიშანია. მეგობრულობისა და გულუხვობის მიუხედვად ისინი, ფაქტობრივად, ყველაფერს თავის სასარგებლოდ აკეთებენ. უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა, რაც მათ ენერგიით ავსებს. ამასთან, ლომებს უყვართ, როცა აქებენ და ამ დროს თავს არაჩვეულებრივად გრძნობენ.

1სასწორი ყველაზე კომუნიკაბელური და გახსნილი ზოდიაქოს ნიშანია. მათ უნდა აცადოთ საუბარი და არ შეაწყვეტინოთ. ისინი მუდმივად ახალ ნაცნობებს იძენენ. როდესაც ხალხში არიან, თავს კომფორტულად და თავდაჯერებულად გრძნობენ. მარტოობაში ერთ დღესაც ვერ ატარებენ.

1ყველაზე ჩაკეტილი ზოდიაქოს ნიშანია თხის რქა. ძნელი წარმოსადგენია, რას ფიქრობენ ისინი. რთულად ენდობიან ვინმეს და თითქმის არავის ანდობენ საკუთარ განცდებს. ხალხში ხშირად ცივად და ინდიფერენტულად იქცევიან.

1მერწყული ყველაზე გენიალური ზოდიაქოს ნიშანია. ისინი მუდამ ახდენენ იდეების გენერირებას. კარგად განვითარებული ფანტაზია და შემოქმედებითი აზროვნება აქვთ. თუმცა, ხშირად ძალა არ ყოფნით, ბოლომდე მიიყვანონ საქმე და ზოგჯერ, მათ არ აღიარებენ.

კომენტარები: