მომწონს კარგია სგ სახალისოა ჰაჰა ეჰ ისე რა

10 მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელიც სკეპტიკოსზეც იმოქმედებს

საოცარია, თუ როგორ შეუძლიათ რეჯისორებს რამდენიმე წუთში მოყვნენ წარმოუდგენელ ისტორიებს სიყვარულზე, მეგობრობასა და ცხოვრებაზე. ხშირად მოკლემეტრაჟიანი, პატარა ზომის ფილმები უფრო დიდ შთაბეჭდილებას ახდენენ, ვიდრე რამდენიმესაათიანი ბლოგბასტერები.

Facts.ge გთავაზობთ დატკბეთ ამ პატარა შედევრებით

უიღბლო ჯენკინსი და იღბლიანი ლუ

ბიჭი, რომელსაც მუდამ თან სდევს შავი წვიმანი ღრუბლები ხვდება ყველაზე მხიარულ და ნათელ გოგონას დედამიწაზე. სწორედ ის დაანახებს ბიჭს, რომ ცხოვრება მშვენიერია.

ნული

https://www.youtube.com/watch?v=nnYl1Cy6zXs

ჩვენ არ ვიბადებით თანასწორები, მაგრამ ნებისმიერი შეიძლება გახდეს დიადი. ამას იაზრებს ნული, რომელსაც უნდა, იყოს მეტი.

ფლოიდის დაცემა

მთავარ გმირთან, ფლოიდთან ერთად ჩვენ ჯერ ვკარგავთ, მერე კი ვპოულობთ ბედნიერებას. ეს ფილმი გასწავლით, რომ არასდროს მიატოვოთ თქვენი მოწოდება.

ორიგამი

ყოველთვის შეიძლება რაღაცის უკეთესობისკენ შეცვლა. ამას ამტკიცებს ფრედი, რომელიც ქმნის საკუთარ ჯადოსნურ სამყაროს ორიგამის დახმარებით.

ნახატების მჭამელი

https://www.youtube.com/watch?v=7kvvhp1l0t4

ჯეკს იმდენად უყვარს ხელოვნება, რომ მზადაა მისით იკვებოს. ის ძარცვავს მუზეუმებს და ეძებს ახალ ნახატებს საჭმელად. ეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი აღწერს მხატვრის გზას და ეძღვნება იმპრესიონისტ ჯექსონ პოლოკს.

ხერხემლის ისტორია

ყველა შეხვდება თავის სიყვარულს. მთავარი გმირი სასოწარკვეთილი კაცია ხერხემლის პრობლემით. ის იძულებულია მუდამ თავდახრილმა იაროს. თუმცა, ბედისწერა მას საინტერესო შეხვედრას უმზადებს.

ირემი იგლმანი

ძალიან ლამაზი ისტორია ბიოლოგიის მასწავლებელსა და მის უნიკალურ აღმოჩენაზე. ეს არის მაიკლ პლიზის სადიპლომო ნაშრომი, რაზეც მან მიიღო BAFTA-ს ჯილდო.

ოფისის სამეფო

ანიმაციური სატირა, რომელშიც უბრალო ოფისის დერეფნები გადაიქცევა ბრძოლის ველად, სადაც გამარჯვება მხოლოდ უამრავი სირთულის გადალახვით შეიძლება.

რძე- ეს მნიშვბელოვანია

ისტორია დიდ და საყვარელ არსებაზე, რომელიც ეხმარება ერთ შეშინებულ ადამიანს ცხოვრებისთვის ფეხის აწყობაში. ფილმის ავტორები არიან ნორვეგიელი ეირიკ ბიორნსენი და ანა მანცარისი.

ჰელიუმი

ეს ძალიან სევდიანი და ამასთან, კეთილი ფილმია. საავადმყოფოს გუშაგი პატარა პაციენტისთვის იგონებს ისტორიას ადგილზე, სადაც ადამიანები ხვდებიან სიკვდილის შემდეგ.

What do you think?

2 ქულა
Upvote Downvote

Total votes: 2

Upvotes: 2

Upvotes percentage: 100.000000%

Downvotes: 0

Downvotes percentage: 0.000000%

Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Loading…

12 ისტორიული ძეგლი, რომელთა საიდუმლოება დღემდე არაა ამოხსნილი

ყველაზე მდიდრული კრუიზები მსოფლიოში