მომწონს სახალისოა

13 ოპტიკური ილუზია, რომელიც ბუნებამ შექმნა

არ დაუჯეროთ თქვენს თვალებს. ეს ტყუილია.

ბუნება — ყველაზე დახელოვნებული შემქმნელია. მისი ნამუშევრები იმდენად განსაცვიფრებელია, რომ ხანდახან გგონია, საერთოდ სხვაგან და ამავდროულად რეალურ სამყაროში მოხვდი.

გთავაზობთ ოპტიკურ ილუზიებს, რომლებიც ყველაზე ბუნებრივი გზით არის შექმნილი.

წყალქვეშა ჩანჩქერი

7428360-R3L8T8D-800- 7429560-R3L8T8D-800-

ამ ილუზიას ქვიშის ნალექები ქმნიან, რომლებიც მავრიკიის კუნძულის სანაპიროებზეა გადაჭიმული. ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ წყლის ქვეშ უზარმაზარი ჩანჩქერია.

სურათი

7429460-R3L8T8D-800-

არა, ეს არ არის ექსპრესიონისტი მხატვრის მიერ დახატული სურათი. წინა პლანზე მკვდარი ხეებია, რომლებსაც ჩამავალი მზე ჩრდილავს, ხოლო უკანა პლანზე ნამიბიის ულამაზესი დიუმები. შუქები და ჩრდილები კი რაღაც არარეალურ შთაბეჭდილებას ქმნიან.

მძვინვარე ოკეანე

1 2

ასეთი ღრუბლების ყურებისას, ისეთი შთაბჭედილება გვრჩება, თითქოს ცის მაგივრად — მძვინვარე ოკეანეს ვხედავთ. Undulatus asperatus — ღრუბლების იშვიათი სახეობა, რომელსაც არაჩვეულებრივი და ცოტათი საშიში შესახედაობა აქვს. მიუხედავად ასეთი “ბრაზიანი გამოხედვისა”, მას არ მოჰყვება არც ტორნადო და არც ჭექა-ქუხილი.

მაგიური ტბა

1 2

იმის გამო, რომ იუნის ტბაზე საერთოდ არ არის რაიმე, ობიექტის მსგავსი, აქ სივრცის ასახვა ძალიან მარტივია. წვიმების სეზონში იუნის ტბა ერთ დიდ სარკეს ემსგავსება და მასზე ცის გამოსახულების დანახვაც კი არის შესაძლებელი.

ჩიხი

7428660-R

ისე ჩანს, თითქოს ეს ადამიანი კლდის ნაპირზე მიდის, მაგრამ სინამდვილეში ის მდინარის ნაპირზე დგას, რომელიც გლენ-კანიონის შიგნით მდებარეობს.

სიღრმე

7429210-R

თითქოს, ეს ორი ბიჭი უფსკრულში ხტება. სინამდვილეში, ეს იაკობის ჭაა, რომელიც ტეხასის შტატში მდებარეობს. იაკობის ჭა — დიდი არტეზიული წჭაროა, 4 მეტრი სიგრძის დიამეტრით და 10 მეტრი სიღრმით. წყალი მასში იმდენად გამჭვირვალეა, რომ ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, თითქოს ცარიელ სივრცეში ვხტებით.

ხის ფორმის ფიგურები

7429310-R

ფოტოზე არც მდინარის არხია და მითუმეტეს, არც ხე. ხის მაგვარი ფიგურები ყალიბდება ქვიშაში, მიქცევა-მოქცევის დროს წარმოქმნილი მაღალი ამპლიტუდის გამო.

ქვის ტალღები

3 4

არიზონას და იუტას შტატების საზღვარზე უნიკალური მთებს ნახავთ. ისინი მილიონობით წლის განმავლობაში ყალიბდებოდნენ ქვიშის დიუმებისგან, რომლებიც მუდმივად იღებდნენ უფრო მკვრივი კლდეების ფორმას.

მთის ბილიკი

7428260-R 7456860-R

როცა პირველად უყურებ ამ ფოტოს, გეჩვენება, რომ ეს გზაა, რომელიც მთის მწვერვალზე გადის. თუმცა, სინამდვილეში ეს კოლორადოს მდინარეა, რომელსაც ჩვენი თვალები სხვაგვარად აღიქვამენ, ფერების და ჩრდილების გამო.

ცეცხლის ტორნადო

1 2

ამ ფოტოზე არ არის ნამდვილი ცეცხლის ტორნადო (რომელიც სინამდვილეში არც არსებობს), არამედ სასარგებლო წიაღისეულის ნარჩენები, რომლებიც რიო-ტინტოს მდინარეში დაცურავენ.

სამი მზე

7428710-R3L8T8D-800-Sun_Dog

ეს საოცარი მოვლენა პერჰილეონის სახელით არის ცნობილი და გვხვდება მზის სხივებისა და კრისტალური ყინულების გარდატეხის დროს.

ობობის ქსელი

7428410-R3L8T8D-800-spider_web_in_dew_canopy-1024x7681

ეს გამოსახულება წვიმის წარმატებულ ფოტოკადრს ჰგავს. თუმცა, თუ კარგად დააკვირდებით, დაინახავთ, რომ ყველა წვეთი ჩამოკიდებულია ობობის ქსელზე.

ორთავიანი ზებრა

7428160-R3L8T8D-800-28-copy4-934x 7428960-R3L8T8D-800-27-copy4-934x

What do you think?

1 ქულა
Upvote Downvote

Total votes: 1

Upvotes: 1

Upvotes percentage: 100.000000%

Downvotes: 0

Downvotes percentage: 0.000000%

Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Loading…

ფოტოგრაფი, რომელიც იღებს წვიმას

11 რამ, რაც ყოველთვის იქნება მოდაში