მომწონს კარგია სგ სახალისოა ჰაჰა ეჰ ისე რა

30 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხოთ სანამ 30 წელი შეგისრულდებათ

არსებობს გამონათქვამები, რომლებიც, ზუსტად იმ მომენტში გვივარდება ხელში, როდესაც ამ ფრაზების იდენტურ სიტუაციაში ვიმყოფებით. ჩვენ ზუსტად ამისთვის მოვამზადეთ წიგნების სახელწოდებები, რისი წაკითხვაც ნამდვილად ღირს, სანამ 30 წელი შეგისრულდებათ.

თითოეული მათგანი ის  საგანძურია, რომელიც გაგიმდიდრებთ სულიერ სამყაროს და უკეთესს გაგხდით.

“მარტოობის ასი წელი” – გაბრიელ გარსია მარკესი

ტრაგიკული და, ამავე დროს, სასაცილომდე უცნაურია ერთ შორეულ მიყრუებულ სოფელში – მაკონდოში დასახლებული ბუენდიების გვარის ამბავი. ბუენდიები უმეტესად ძლიერი ვნებებისა და რკინის ნების ადამიანები იყვნენ: უყვარდათ, სძულდათ, შრომობდნენ, ომობდნენ, ერთ დღეს კი თავს დაატყდათ სტიქია და პირისაგან მიწისა აღიგავა მაკონდო და ბუენდიების უკანასკნელი ნაშიერი.

“მექანიკური ფორთოხალი” –  ენტონი ბერჯესი

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რომანი. ესაა ფილიგრანული სატირა, რომელიც საზოგადოების მთლიან ფენასა და თითოეულ ჩვენგანზეა დაწერილი. წიგნში უმთავრესია – არანაირი მორალი. “მიიღეთ ცხოვრება ისეთი, როგორიც არის.” – ეს ამ ნაწარმოების დევიზია.

16057960-R3L8T8D-150-BC2_13920103991 (1) copy

“აპრილის ჯადოსნობა” – რეი ბრედბერი

ეს ძალიან უბრალო და პატარა მოთხრობაა უბედურ სიყვარულზე. რამდენიმე ფურცელზე,  XX  საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ლირიკული და გულწრფელი მწერალი ახალგაზრდა გოგონებს განუმარტავს, რომ სიყვარული –  ყველაზე ჯადოსნური რამაა, რაც კი ადამიანში შეიძლება მოხდეს.

“ბუზთა ბატონი” – უილიამ გოლდინგი

ნაწარმოები, რომელიც ერთ-ერთ საუკეთესო ინგლისურენოვან წიგნად ითვლება. “ბუზთა ბატონი” თარგმანია ძველებრაული ღმერთის ბელზებელის სახელის (ბაალ-ზევუვ, იგივე ეშმაკი ქრისტიანობაში). ავიაკატასტროფის შედეგად, ბავშვბები ინგლისის სკოლიდან ხვდებიან უკაცრიელ კუნძულზე. მოვლენები შესანიშნავად ვითარდება.


“ნასესხები სიცოცხლე”- ერიხ მარია რემარკი 

“ღმერთს არ უყვარს ბოროტი ადამიანები და ივიწყებს მათ არსებობას. ამიტომაც ცოცხლობენ ისინი უსასრულოდ დიდხანს”. ერიხ მარია რემარკის “ნასესხები სიცოცხლე” 1959 წელს გამოქვეყნდა. ეს რომანი იმით გამოირჩევა მწერლის სხვა ნაწარმოებებისგან, რომ მასში მწერალი არ ეხება პოლიტიკას და მისი ყურადღება მთავარი გმირების ფსიქოლოგიაზეა კონცენტრირებული.

“1984” – ჯორჯ ორუელი

მიუხედავად იმისა, რომ წიგნი დაწერილია 1949 წელს, მისი აზრი და იდეა დღესაც კი აქტუალურია. რომანის მთავარი გმირია უინსტონ სმითი. იგი ცხოვრობს ლონდონში, მუშაობს სიმართლის სამინისტროში და არის გარე პარტიის წევრი. იგი არ უჭერს მხარს პარტიულ ლოზუნგებსა თუ იდეოლოგიას და გულის სიღრმეში პარტიას, გარშემო არსებულ რეალობასა და ზოგადად, ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებს. რათა საკუთარი ემოციები დახარჯოს, იგი ავსებს დღიურს, რომელშიც საკუთარ აზრებს გადმოსცემს.

 “ნუ მოკლავ ჯაფარას” – ჰარპერ ლი

წიგნი სადაც ბავშვის თვალითაა ასახული, სამართლიანობასთან და უსამართლობასთან ბრძოლა. ის აგრეთვე მოგვითხრობს რასიზმის, აღზრდისა და განათლების პრობლემებზე. ზოგადად ეს არის მთელი ტრაქტატი, სადაც თქვენს კითხვებზე პასუხს მიაგნებთ.

16045110-R3L8T8D-150-2465 (1) copy

“ვისთვის რეკს ზარი” – ერნესტ ჰემინგუეი

მოკლე, მაგრამ დიდი აზრის მქონე წიგნი – სიკვდილზე, ომის იდეოლოგიაზე, მის აბსურდულობასა და  დაუჯერებელ სისასტიკეზე.

file_3939363

“ომი და მშვიდობა” – ლევ ტოლსტოი

რომანში აღწერილია 1812 წლის რუსეთის სამამულო ომი. წიგნი ნამდვილი შედევრია. იგი გადმოგვცემს ისტორიას, აღწერს ადამიანთა ბედს. ავტორი ხაზს უსვამს ხალხის დრამატულობას, რაც დიდ შთაბეჭდილების ქვეშ ტოვებს მკითხველს.

16056610-R3L8T8D-150-1988 copy

“მშვიდი სუნთქვა” – ივან ბუნინი

მოთხრობა გიმნაზიელ ოლია მეშერსკუიუზე, მის ქალურობასა და პირველ სიახლოვეზე. “მშვიდი სუნთქვა” – მნიშვნელოვანია ისეთ ტიპის გოგოებისთვის, რომლებიც მამაკაცებს ჭკუას აკარგინებენ და საკუთარ ახალგაზრდობის დროს ფუჭად კარგავენ.

“ალისფერი იალქნები” – ალექსანდრე გრინი

ბრწყინვალე, რომანტიკული, ბავშვობიდანვე ყველასთვის ცნობილი ზღაპარი ასოლის, გრეის, ურყევი რწმენისა და წმინდა მორალის შესახებ: ნებისმიერი საოცრების მოხდენაა შესაძლებელი, თუ ამას შენ თვითონ დაუშვებ. შენთვის ან მისთვის, ვინც გიყვარს.

Untitled

ჯეკ კერუაკი – “დრაჰმის მაწანწალები”

„ბავშვობაში ორეგონში სულაც არ ვგრძნობდი თავს ამერიკელად. ჩემთვის უცხო იყო პროვინციული იდეალები, სექსთან დაკავშირებული აკრძალვები… მაგრამ შემდეგ ბუდიზმი აღმოვაჩინე და მივხვდი, რომ ადრეც მიცხოვრია, მრავალი საუკუნის წინ, ახლა კი მაშინდელი შეცდომებისა და შეცოდებებისთვის ვისჯები.

frenchlieu copy

“ფრანგი ლეიტენანტის ხასა” – ჯონ ფაულზი

შავებში ჩაცმული ქალი ყოველ დღე დგას ზღვის სანაპიროსთან და უყურებს მის ჰორიზონტს. ერთხელ მას შეამჩნევს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც საქორწინოდ ემზადებოდა, მას შემდეგ ყველაფერი იცვლება.

16048260-R3L8T8D-150-cover_144632 copy

“ქარი ტირიფებში” – კენეტ გრემი

საბავშვო ლიტერატურის კლასიკური ნაწარმოები, რომლის ავტორია კენეთ გრემი. იგი პირველად 1908 წელს დაიბეჭდა. რომანის მთავარი მოქმედი გმირები არიან ანთროპომორფული ცხოველები, რომლებიც ინგლისში, პასტორალურ გარემოში ცხოვრობენ. რომანი აღსანიშნავია მისტიურობის, თავგადასავლების, მორალის და მეგობრული სულისკვეთების თემებით. იგი აღინიშნება თემზის ველის ბუნების აღწერით.

16048860-R3L8T8D-150-04994ver copy

“ომის ხელოვნება” – სუნ ძუ

ერთ-ერთი უძველესი ომის სტრატეგიის წიგნი მთელს მსოფლიოში. ის გასწავლის თქვენ, თუ როგორ მიაღწიოთ ყველაფრის ფასად დასახულ მიზანს.

02fe59ca442409e525086f9f1b2d3395

“ბეჭდების მბრძანებელი” – ჯონ ტოლკინი

ეს წიგნი განკუთვნილია, როგორც ბავშვებისთვის, აგრეთვე მოზრდილებისთვისაც. რამდენიმე ფურცლის გადახედვის შემდეგ სულ დაგავიწყდებათ, რომ თქვენ გამოგონილ ამბავს კითხულობთ.

“დევიდ კოპერფილდი” – ჩარლზ დიკენსი

კიდევ ერთი ზღაპარი, რომელიც ნებისმიერი ასაკის მკითხველს ასწავლის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ცხოვრებაში დისციპლინა და მორალი.

“ძვირფასი მეგობარი” – გი დე მოპასანი

ახალგაზრდა ყმაწვილი, მაცდური სახით, რკინის ნერვებით და მომხიბვლელი მანერებით ცდილობს პარიზში თავის დამკვიდრებას.

16056010-R3L8T8D-150-Zapiski_revolyutsionera copy

“რევოლუციონერის ჩანაწერები” – პეტრე კროპოტკინი

წიგნში თქვენ გაეცნობით მომავალი რევოლუციონერისა და ანარქისტის პეტრე კროპოტკინის ცხოვრებას. მასში აღწეილია, თუ როგორ შეუძლია ადამიანს საკუთარი თავის დაცვა უცნობი გარშემომყოფებისგან, რომელთაც არ ესმით მისი. აგრეთვე წიგნი მოგვითხრობს ნამდვილ მეგობრობაზე.

“დიდი გეთსბი” – ფრენსის სკოტ ფიჯერალდი

რომანი გვასწავლის, რომ რამდენიმე კარგი და სანდო მეგობრები ბევრად მნიშნელოვანია, ვიდრე მათი გაცილებით დიდი რაოდენობა, ხოლო რაიმეს ფლობის სურვილი, ბევრად ტკბილია, ვიდრე მისი ფლობა.

“თამაში ჭვავის ყანაში” – ჯერომ დევიდ სელენჯერი

წიგნი მოზარდის მძიმე ცხოვრებაზე მოგვითხრობს. დროს არ აქვს მნიშვნელობა. ბუნტი, მაქსიმალიზმი, მარტოობა და გაურკვევლობის შიში – ეს ყველაფერი თითოეულ ადამიანშია, სწორედ ამიტომ გახდა გასაგები, მილიონობით ადამიანისთვის ეს წიგნი.

16050060-R3L8T8D-150-20412 copy

“” – ფიოდორ დოსტოევსკი

ეს წიგნი უდაოდ შედევრია, არამხოლოდ რუსეთის, არამედ მსოფლიო ლიტერატურაში. ვერც ერთმა პიროვნებამ ვერ შეძლო ადამიანის სულის აღწერა ისე, როგორც დოსტოევსკიმ.

 

16050310-R3L8T8D-150-1347294036_k_gosudar copy

“ხელისუფალი” – ნიკოლო მაკიაველი

სხვადასხვა მმართველობითი სიტუაციის, გავლენის მოხდენის და სახელმწიფო სტრუქტურის შთამბეჭდავი აღწერა. დაწყებული საერთო პროგრესისთვის პოლიტიკური და კორპორატიული ბრძოლიდან,  დამთავრებული ხალხის კონტროლამდე, პირადი სარგებლობისა და ინტერესებისათვის.

“უოლდენი ანუ ტყეში ცხოვრება” – ჰენრი დევიდ თორო

იმისათვის, რომ თოროს ეს წიგნი დაეწერა, მან საკუთარი ხელით აშენებულ ქოხში გაატარა 2 წელი, 2 თვე და 2 დღე კონკორდის გარეუბანში (მასაჩუსეტსის შტატში). ეს არის ისტორია, რომელიც მოგვითხრობს თავისუფლების შესახებ, ყოვლგვარი სტერეოტიპული აზროვნებისგან.

“სახელმწიფო” – პლატონი

დიადი ბრძენის უხრწნელი ნაწარმოები მკითხველს პოლიტიკური თეორიის ფუნდამენტურ ცოდნას აძლევს, იმის შესახებ თუ როგორ უნდა იცხოვრონ.

16052360-R3L8T8D-150-109150387_1 copy

“ლოლიტა” – ვლადიმირ ნაბოკოვი

ამ ისტორიის აღქმა დამოკიდებულია მკითხველის ფართო აზროვნებაზე. ვიღაც ნაწარმოებში ხედავს უბრალოდ ეროტიკულ ქვეტექსტს, ვიღაც კი – ღრმა აზრებს.

“ოსტატი და მარგარიტა” – მიხაილ ბულგაკოვი

ბულგაკოვის შედევრი, რომელიც მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ გამოქვეყნდა, – ეს არის რომანი სადაც ერთმანეთს სიკეთე და ბოროტება უპირისპირდება, ის მომხმარებელს თავს ახვევს ადამიანის ბუნებას.

 

16060260-R3L8T8D-150-Prevraschenie copy

“გარდასახვა” – ფრანც კაფკა

ნოველა მოგვითხრობს ადამიანის მარტოსულობაზე. თუ ავტორის მოდერნისტულ ხუმრობებს გვერდით გადავდებთ, აღმოვაჩენთ, რომ ეს ყველაფერი ცხოვრებისეულ მოქმედებებზეა ასახული.

“პატარა უფლისწული” – ანტუან დე სენტ-ეკზიუპერი

როდესაც ადამიანები იზრდებიან, ფიქრობენ, რომ მათ დაკარგეს რაღაც მნიშვნელოვანი. იმისათვის, რომ ეს ვიპოვოთ, საჭიროა წავიკითხოთისეთი წიგნები, როგორიცაა “პატარა უფლისწული”, ჩავწვდეთ მის არსს, შემდეგ კი მის ცხოვრებაში გამოყენებას ვეცადოთ.

16077660-R3L8T8D-150-9675 copy

“ხაფანგი კონკიასათვის” – სებასტიან ჟაპრიზო

ბრწყინვალე ფრანგული დეტექტივი თეთრი კაბებისა და ღია ავტომობილის მოყვარულზე.

 

 

What do you think?

5 ქულა
Upvote Downvote

Total votes: 9

Upvotes: 7

Upvotes percentage: 77.777778%

Downvotes: 2

Downvotes percentage: 22.222222%

Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Loading…

დღის აღმოჩენა

პატარების პოზიტივი