მომწონს კარგია სგ სახალისოა ჰაჰა ეჰ

კლოდ მონე – მზის ადამიანი

“მონე – ეს უბრალოდ თვალია, მაგრამ, ღმერთო ჩემო, როგორი!”- პოლ სეზანი

1840 წლის 14 ნოემბერს პარიზში დაიბადა ოსკარ კლოდ მონე, ფრანგი მხატვარი, იმპრესიონიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი. მისი ცნობილი “წყლის ლილიები”, “ყაყაჩოების მინდორი”, “პარლამენტის შენობა” მიეკუთვნებიან მსოფლიოს უძვირფასეს ნახატებს.

უპირველესყოვლისა, მონემ მსოფლიოს დაამახსოვრა თავი, როგორც რევოლუციონერმა ხელოვნებაში. ის პირველი იყო, ვინც გამოიყენა ახალი თეორია ფერების გამაში, ვინც გამოსახა ობიექტი რამდენჯერმე სხვადასხვა განათებასა და ამინდში.

02   ნახატი “შთაბეჭდილება. მზის ამოსვლა” გახდა ამოსავალი წერტილი ყველა იმპრესიონისტისთვის.

თუმცა, როგორც უმეტესი ნოვატორის, მისი ცხოვრებაც რთულად წარიმართა. მოზარდს უკვე დაეწყო მხედველობის პრობლემები, სიცოცხლის ბოლოს კი უკვე დაბრმავდა ორმაგი კატარაქტისგან. მისი მემკვიდრეობა კი მთელი კაცობრიობის დანატოვრად ითვლება და მიმოფანტულია მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმებსა და გალერეებში.

Facts.ge მოგიყვებათ მხატვრის საუკეთესო ნახატების შექმნის ისტორიებს და წარმოგიდგენთ მის ცნობილ ციტატებს.

ტერასა სენტ-ადრესში, 1867

მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი, ნიუ-იორკი

  03

მონეს ერთ-ერთი ადრეული შედევრი. ეს ნახატი ღირებულია არა მხოლოდ მხატვრული, არამედ ბიოგრაფიული თვალსაზრისითაც. ის შეიქმნა იმ პერიოდში, როცა მხატვარი უფულობით იტანჯებოდა და ამიტომ პარიზიდან მამისეულ სახლში მოუწია დაბრუნება. ორი ფიგურა, რომელიც სავარძელში ზის, მონეს მამა და, სავარაუდოდ, დეიდაა. წინ მხატვრის დეიდაშვილი დგას უცნობთან ერთად. ამ პერიოდში მონე ილტვოდა ნახატის მკაცრად აგებისკენ: ის მკვეთრადაა გაწერილი კომპოზიციურად და ნაკლებად გვაგონებს უფრო გვიანი პერიოდის რბილ და ბუნდოვან ტონე

პარლამენტის შენობა ლონდონში, 1904

04

კლოდ მონემ დახატა ვესტმინსტერის სასახლის (ბრიტანეთის პარლამენტის შენობა)  ნახატების სერია ლონდონში ყოფნის დროს 1900-1905 წლებში. ნახატებს აქვთ ერთი ზომა და დანახვის წერტილი- მონეს ფანჯრები წმინდა ტომასის საავადმყოფოში, რომელებიც უყურებს ტემზას. ნახატები შესრულებულია სხვადასხვანაირ ამინდსა თუ ფერებში. ამ პერიოდში მან დაანება თავი თავის ძველ სამუშაო პრაქტიკას- ნახატების ბოლომდე მიყვანას ადგილზე ობიექტის წინ.

ყაყაჩოების მინდორი არჟანტეაში, 1873
05

ნახატი შეიქმნა, როცა მონე ცხოვრობდა პატარა ქალაქში, არჟენტეაში პარიზის მახლობლად. არაჩვეულებრივი ბაღი და პატარა სახლი- აქ ყველაფერია, რაც კი შეიძლება მხატვარმა ინატროს. ნახატზე მონეს ცოლი და შვილი არიან. მოძრაობის შეგრძნების შესაქმნელად მონემ დაამატა მეორე ფიგურების წყვილი გორაკის თავზე. ის დაკავშირებულია წინა პლანზე წარმოდგენილ ფიგურებთან ძლივს შესამჩნევი ბილიკით. რჩება შთაბეჭდილება, თითქოს ქალისა და ბავშვის გამოსახულებები პირდაპირ მინდვრიდან იზრდებიან.

საუზმე  ბალახზე,  1866

ალექსანდრე პუშკინის სახელობის მუზეუმი, მოსკოვი      06

1865 წელს კლოდ მონე მუშაობდა პარიზთან ახლოს დიდ ნახატზე “საუზმე ბალახზე”. დასრულებულმა ნახატმა არ დააკმაყოფილა მხატვარი და ის გაემგზავრა პარიზში, ნახატი კი გირაოს სახით დაუტოვა სახლის მეპატრონეს. როცა დაბრუნდა, ნახა, რომ ნახატი ნესტმა დააზიანა და გადარჩენის მცდელობისას სამ ნაწილად გაეხა. შემდეგ მონემ გადაწყვიტა მაინც შეექმნა ასეთი ნახატი და 1886 წელს ასეც მოხდა- მან დახატა დიდი კომპოზიციის დაპატარავებული ვარიანტი.

ქალი ქოლგით, შებრუნებული მარცხნივ, 1866

 07
კლოდ მონეს “მზის ადამიანს” უწოდებდნენ ღია შეფერილობების გამო, რითაც გამოირჩევა მისი მრავალი პეიზაჟი. ამ ნახატის მოდელი სიუზანა გოშედე იყო, რომელიც მხატვრის გერი გახდა, როცა მონემ დედამისი მოიყვანა ცოლად. “ქალი” გამოირჩევა ეფექტური და ენერგიული დგომის მანერით. ერთი სიტყვით, ეს არის ნამდვილი მონე თავისი საუკეთესო გამოვლინებით.

ქალები  ბაღში,  1866

08

მიუხედავად იმისა, რომ “ქალები ბაღში” ზომით ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნახატია, რომელიც კი ოდესმე იმპრესიონისტებს შეუქმნიათ (255×201 სმ), მონე მასზე ღია ცის ქვეშ მუშაობდა, რისთვისაც მოუწია ბაღში თხრილის გაკეთება. მოდელი მისი მომავალი მეუღლე, კამილა იყო.

მანპორტი,  1883

მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი, ნიუ-იორკი

09
შთამბეჭდავი ცარცის კლდეები ეტრეტის მახლობლად, ნორმანდიის სანაპიროზე, იზიდავდა მხატვრებს ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში. მონე ჩამოდიოდა აქ ყოველ წელს 1883-1886 წლებში და ამ ადგილას 60ზე მეტი ნახატი შექმნა. აქედან ექვსზე არის  ყველაზე დიდი თაღის, მონპორტის ერთი და იგივე ხედი.

წყლის  ლილიები, 1916

დასავლური ხელოვნების ნაციონალური მუზეუმი, ტოკიო

     010

დაახლოებით 1905 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მონე მთლიანად ამ ნახატზე იყო კონცენტრირებული. მასზე წყლის ლილიები მატერიალიზდება ზედაპირზე, რომელსაც არ აქვს ორიზონტის ხაზი. ნახატების ეს სერია, ისევე როგორც სხვა გენიალური ქმნილებები, ახსნას არ ექვემდებარება. ეს არის ნამუშევრები პოეტისა, რომელმაც შეიგრძნო ბუნება და რომელსაც შეუძლია გადმოსცეს მისი სილამაზე თავის მხატვრობაში.

სხვა ცნობილი ნახატები

011

სანაპირო სენტ-ადრესის მახლობლად, 1867 წელი

      012

ქალი სენტ-ადრესის ბაღში, 1867

013

ხიდი არჟანტეაში, 1874

014

გაზაფხული ჟივერნში, 1880

015

თივის ზვინი ჟივერნიში, 1884

016

ხედი სალისის ტყიდან, 1888

017

იაპონური ხიდი, 1899

018

გასეირნება კლდის კიდეზე

019

ბილიკი ჟივერნის ბაღში, 1900

020

წყლის ლილიები,ღრუბლები, 1903

კლოდ მონეს ცნობილი ციტატები

  ყველა განიხილავს ჩემს მხატვრობას და თავს აჩვენებს, თითქოს ესმის, როცა უნდა უბრალოდ გიყვარდეს.

ის, ვინც ამტკიცებს, რომ ტილო დაასრულა, უბრალოდ ქედმაღალია.

ჩემი ნამუშევარი ბევრად უკეთესია, როცა მარტო ვარ და მივყვები მხოლოდ საკუთარ შთაბეჭდილებებს. ფერი- აი ამით ვარ შეპყრობილი, ის არის ჩემი სიხარული და ტანჯვა.

ჩემი ბაღი ჩემი ყველაზე ლამაზი შედევრია.

რათა დახატოთ ზღვა კარგად, უნდა უყუროთ მას ყოველ საათს, ყოველ წუთს ერთსა და იმავე ადგილიდან, რათა მიხვდეთ, თუ როგორ უნდა იმუშაოთ ამ კონკრეტული ადგილიდან. სწორედ ამიტომ ვმუშაობ მე ერთსა და იმავე სიუჟეტებზე ისევ და ისევ, ოთხჯერ ან ექვსჯერ.

ეცადეთ დაივიწყოთ ის, რასაც წინ ხედავთ, დაივიწყეთ ხე, სახლი, მინდორი, ყველაფერი. უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ ამ ადგილას პატარა ლურჯი კვადრატია, გვერდით ვარდისფერი ფიგურა და გააგრძელეთ იქამდე, სანამ თქვენ არ შეგექმნებათ გულუბრყვილო შთაბეჭდილება იმ სურათისა, რაც თქვენ წინ იშლება.

მე ვფიქრობ მხოლოდ ჩემს ნახატზე და მისი მიტოვება რომ მომიწიოს, ალბათ, გავგიჟდები.

021

მონე, რომელიც ხატავს თავის ბაღში, არჟანტეაში, ოგიუსტ რენუარი.

What do you think?

1 ქულა
Upvote Downvote

Total votes: 1

Upvotes: 1

Upvotes percentage: 100.000000%

Downvotes: 0

Downvotes percentage: 0.000000%

Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Loading…

10 სახლი, სადაც ბინადრობენ მოჩვენებები

ტორტი “პანჩო” ყველაზე ზარმაცი კულინარებისთვის