მომწონს

პოსტი ქალურ სიბრძნეზე

ალბათ,არავის ეპარება ეჭვი,რომ ქალებს თავისებური,განსაკუთრებული ხედვა აქვთ სამყაროზე და ყველაფერზე,რაც მასში ხდება.ამოუცნობი ქალური სულის გაგება პრაქტიკულად შეუძლებელია,თუმცა ცდა მაინც ღირს.მით უმეტეს,რომ კაცობრიობის არაჩვეულებრივი ნაწილის წარმომადგენლები თავისი ნებით გვიზიარებენ საკუთარ ფიქრებს იმაზე,თუ რაც თვლიან ჭეშმარიტად მნიშვნელოვნად.

Facts.ge-მ შეაგროვა ირონიული და ბრძნული გამონათქვამები,რომლებიც შეიძლება მხოლოდ ქალისგან გაიგოთ.

გარეგნობის შესახებ

011

  • ჩვენ, ქალებს, გვაქვს მხოლოდ ორი იარაღი: წამწამების ტუში და ცრემლები. თუმცა, ჩვენ არ შეგვიძლია მათი ერთდროულად გამოყენება. © მერლინ მონრო.
  • იმისათვის, რომ გამოიყურებოდეთ როგორც ქალღმერთი, საჭიროა მხოლოდ 20 წუთი. მაგრამ იმისთვის, რათა გამოიყურებოდეთ ბუნებრივად, საჭიროა 3 საათი. © ანინა იპოხორსკაია
  • საკუთარ სილამაზეში ღრმად დარწმუნებული ქალი საბოლოოდ ამაში ყველას დაარწმუნებს. © სოფი ლორენი
  • 20 წლის ასაკში გაქვთ სახე, რომელიც მოგცათ ბუნებამ. როცა 30-ის ხართ, გაქვთ სახე, რომელიც გამოგიძერწათ ცხოვრებამ. ხოლო 50 წლის ასაკში გაქვთ ის სახე, რომელიც დაიმსახურეთ. © კოკო შანელი
  • რასაც ვერ მალავ, პუდრით მაინც შენიღბე. © იანინა იპოხორსკაია
  • რაც უფრო ახლოვდება ზამთარი, მით უფრო ვემგავსებით სურათს, რაც გვაქვს პასპორტში. © ვანდა ბლონსკაია
  • როცა პატარა ვიყავი, არავის არასდროს უთქვამს ჩემთვის, რომ ლამაზი ვარ. ყველა პატარა გოგონას უნდა უთხრან, რომ ის ლამაზია, თუნდაც ეს ასე არ იყოს. © მერლინ მონრო

002

სიყვარულის შესახებ

  • არის სიყვარულის და არის მუშაობის დროც. სხვა დრო არ არსებობს. © კოკო შანელი
  • ქალს, რომელსაც არ უყვარს თავისი მამაკაცის სისუსტეები, არ უყვარს თვითონ ეს მამაკაცი. © სოფი ლორენი
  • როდესაც უღიმღამო ქალი და უღიმღამო მამაკაცი თავს ასეთებად არ თვლიან, მაშინ ეს სიყვარულია. © იანინა იპოხორსკაია
  • სიყვარული, სექსი და საჭმელი- აი რა გვაბედნიერებს სინამდვილეში. ყველაფერი ძალიან მარტივია. © მერილ სტრიპი
  • ხანდახან ყველაფერი ის, რაც საჭიროა, რათა დაამშვიდოთ ვინმე, არის ის, რომ უბალოდ შეახსენოთ, რომ თქვენ მასთან ხართ. © ტუვე იანსონი
  • კარიერა- არაჩვეულებრივი რამაა, თუმცა ის ვერ გაათბობს ვერავის სუსხიან საღამოს. © მერლინ მონრო
  • ბიჭი ხდება აუტანელი, როცა უახლოვდება 50 წელს. © იანინა იპოხოვსკაია
  • ადამს და ევას შეეძლოთ ყოფილიყვნენ იდეალური ცოლ-ქმარი: ადამს არ მოუწევდა ისტორიების მოსმენა იმ მამაკაცებზე, რომლებზეც შეეძლო ევას დაქორწინება. ხოლო ევას-იმის შესახებ, თუ როგორ კარგად ამზადებდა ადამის დედა. © ვანდა ბლონსკაია

004

ცხოვრებასთან დამოკიდბულების შესახებ

  • ცხოვრებაში აუცილებლად უნდა სცადო ყველაფერი, ხოლო შემდეგ მშვიდობით დაივიწყო რაღაცები.  © სოფი ლორენი
  • ხანდახან რაღაც უნდა შეცვალო. ჩვენ ძალიან ბევრ რამეს აღვიქვამთ, როგორც ვალდებულებას, მათ შორის ერთმანეთსაც. © ტუვე იანსონი
  • ზოგ ადამიანში ცხოვრობს ეშმაკი,ზოგში – ღმერთი,ზოგში კი უბრალოდ- ჭიები. © ფაინა რანევსკაია
  • მე მჯერა სიცილის ძალის. მე მგონია, რომ თქვენ მარტივად შეძლებთ ადამიანების განიარაღებას, თუ მათ გააცინებთ. © მერილ სტრიპი
  • ამ ქვეყნად ყველაფერი სასიამოვნო ან ზიანს გვაყენებს, ან ამორალურად ითვლება, ან მიდის სიმსუქნემდე. © ფაინა რანევსკაია
  • ხალხის აზრისთვის ყურადღების არმიქცევა მშვიდი ცხოვრების გარანტიაა. © ფაინა რანევსკაია
  • საკუთარი დეტექტიური რომანების სიუჟეტებს მე წარმოვიდგენ ჭურჭლის რეცხვის დროს. ეს ისეთი სულელური საქმეა, რომ ხანდახან მკვლელობაზე გაფიქრებინებს. © აგატა კრისტი
  • ყოველი მეორე ქალი საკუთარ თავზეა შეყვარებული- არადა შეეძლო უარესიც მოსვლოდა. © მაგდალენა სამოზვანეცი

005

შინაგან სამყაროზე

  • თუ ქალს უნდა, ცხოვრებაში რაღაცას მიაღწიოს, მას უნდა ჰქონდეს ორი თვისება: ის უნდა იყოს საკმარისად ჭკვიანი, რათა მოსწონდეთ სულელ მამაკაცებს და საკმარისად სულელი, რომ მოსწონდეთ ჭკვიან მამაკაცებს. © ფაინა რანევსკაია
  • იარე ცხოვრების გზაზე თავაწეულმა, მაგრამ არა აპრეხილი ცხვირით. © მაგდალენა სამოზვანეცი
  • სილამაზეზე ზრუნვა უნდა დაიწყოთ გულიდან და სულიდან. ასე თუ არ მოხდა, კოსმეტიკა ვერ გიშველით. © კოკო შანელი
  • ნივთებზე ბევრად მეტად, ადამიანები საჭიროებენ, რომ ის აიყვანონ, შეაკეთონ, მიუჩინონ ადგილი და აპატიონ; არასდროს არ გადააგდოთ არავინ. © ოდრი ჰეპბერნი

000

  • არსებობს ახალგაზრდობის წყარო: ეს არის თქვენი გონება, ტალანტი, შემოქმედებითობა, რომელიც თქვენ შეგაქვთ თქვენი და თქვენი საყვარელი ადამიანების ცხოვრებაში. როდესაც თქვენ დაიწყებთ ამ წყაროდან სმას, ნამდვილად დაამარცხებთ ასაკს. © სოფი ლორენი
  • ქალებს არ ეპატიებათ სამი რამ. თუმცა რა და რატომ, ეს არავინ იცის. © იანინა იპოხორსკაია

What do you think?

0 ქულა
Upvote Downvote

Total votes: 0

Upvotes: 0

Upvotes percentage: 0.000000%

Downvotes: 0

Downvotes percentage: 0.000000%

Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Loading…

20 არაჩვეულებრივი სურათი ფოტოშოფის გარეშე

ხანმოკლე სიცოცხლის შესახებ