მომწონს კარგია სგ სახალისოა ჰაჰა ისე რა

როგორ მიდიან სამსახურებში სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები

იმისთვის, რომ სამსახურში მივაღწიოთ, ვდგებით, ვემზადებით და ნელ-ნელა მივემართებით ავტობუსის გაჩერებისკენ, საკუთარი მანქანისკენ ან მეტროსკენ. მაგრამ არის ქვეყნები სადაც ეს ყველაფერი სხვაგვარადაა.

ლა-პასი, ბოლივია


ბოლივიის ქალაქ ლა-პასში არსებობს მსოფლიოში ყველაზე გრძელი საბაგირო გზა — Mi Teleférico. ის ერთმანეთს აკავშირებს ლაპასსა და ელ-ალტოს. საქმე ისაა, რომ ქალაქებს შორის გზა (12 კმ) რთული რელიეფის გამო მუდმივად გადატვირთულია, ამიტომ საბაგირო ყველაზე კომფორტული ვარიანტია.

 

პნომპენი, კამბოჯა

კამბოჯის დედაქალაქში ხშირად სარგებლობენ ასეთი ტიპის, არც თუ ისე თანამედროვე, ტრანსპორტით, რათა მიაღწიონ სამუშაო ადგილამდე ან გადაიტანონ ტვირთი გარკვეულ ადგილებში.

ვენეცია, იტალია

ვენეციაში კუნძულოვანი ზონა საფეხმავლოა. წყლის არხები “გზებად” გვევლინება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სახელწოდება კი ვაპორეტოა, რომელსაც ავტობუსის დანიშნულება აქვს. არსებობს ჩვეულებრივი მარშუტები, რომელიც ჩერდება ყოველ “გაჩერებაზე”, არსებობს ექსპრეს ვაპარეტოც.

ბანგკოკი, ტაილანდი


ბანკოკნშიც საკმაოდ პოპულარულია წყლის ტრანსპორტის სისტემა, რომელიც ემსახურება როგორც მგზავრებს ასევე ტვირთის გადაზიდვის ფუნქციებსაც ასრულებს. ეს ბევრად კომფორტული, სწრაფია და მოსახერხებელია ვიდრე საცობებში დგომა.

 

პორტ-ო-პრენსი, ჰაიტი

ჰაიტის დედაქალაქში საზოგადოებრივ ტრანსპორტად ასეთი ტიპის სატვირთოებს იყენებენ, შესაბამისად მოსწავლეებიც მსგავსი ტრანსპორტით სარგებლობენ.

 

ამსტერდამი, ნიდერლანდები


ჰოლანდია ყველაზე “ველოსიპედური” ქვეყანაა. აქ ველოსიპედი მოსახლეობაზე მეტია! მსხვილ ქალაქებში კი , ისეთი როგორიცაა ჰააგა და ამსტერდამი,   მგზავრობის 70–80 % ხორციელდება ველოსიპედებით. აქ შეხვდებით ველოტრასების ფართო ქსელს, ზოგიერთი ქუჩებზე კი მთელი რიგი უპირატესობები ველოსიპედისტებს აქვთ დათმობილი. ადამიანები სამსახურში მისასვლელად ირჩევენ ამ სახის ტრანსპორტს.

 

პეშავარი, პაკისტანი


პაკისტანში, იმისათვის რომ მიაწიოთ დანიშნულ ადგილამდე, დღესაც კი ხშირად იყენებენ ვირს და ურემს. დიდი კომფორტისთვის შესაძლოა ურემზე სკამის ჩადგმაც.

კარაჩი, პაკისტანი


პაკისტანში არამხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტში არამედ ტრანსპორტზე ჯდომაც მიღებულია. აქ დღემდე პოპულარულია ავტობუსების მოხატვა.

 

ტოკიო, იაპონია


იაპონიის დედაქალაქის მეტრო ფიზიკურად ვეღარ უმკლავდებოდა ხალხის ამდენ ნაკადს, შესაბამისად შემოიღეს ასეთი სამსახური – პერსონალი აწვება ხალხს რათა დაიკეტოს მეტროს კარები.

პარიზი, საფრანგეთი


საფრანგეთში სკუტერები და მსგავსი ტიპის ტრანსპორტი საკმაოდ პოპულარულია, მამაკაცები პიჯაკებით უპრობლემოდ სარგებლობენ საქმიან შეხვედრებზე ტრანსპორტის ამ სახეობას.ამით იქ ვერავის გააკვირვებთ.

 

კოლომბო, შრი-ლანკა

შრი-ლანკაშიც პრობლემაა ტრანსპორტში ასვლა, ამიტომაც მგზავრებს სხვა გზა არ აქვთ! მატარებელიც შესაბამისად ნელა დადის.

 

What do you think?

9 ქულა
Upvote Downvote

Total votes: 11

Upvotes: 10

Upvotes percentage: 90.909091%

Downvotes: 1

Downvotes percentage: 9.090909%

Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Loading…

20 სურათი რომელიც შეცვლის თქვენს შეხედულებას ისტორიაზე

12 მომენტი, როდესაც მშობლები facebook-ზე გამოჩნდნენ და თქვენზე მეტი Like დააგროვეს